თირკმლები ჩვენი ორგანიზმის მთავარი ფილტრია. ისინი დღე-ღამეში დაახლოებით 200 ლიტრ სისხლს ამუშავებენ, რათა ორგანიზმიდან გამოდევნონ ტოქსინები და ზედმეტი სითხე.
როდესაც ეს პროცესი ფერხდება, ორგანიზმი გვაძლევს საყურადღებო სიგნალებს, რომელთა უყურადრებოდ დატოვებამ შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
აი, ის სიმპტომები, რომელთა დროსაც ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია:
1. შეშუპება (ედემა)
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ორგანიზმში ნატრიუმი და სითხე კავდება. ეს ყველაზე ხშირად ვლინდება კოჭების, ტერფებისა და წვივების შეშუპებით. ასევე, შესაძლოა შეამჩნიოთ შეშუპება თვალების გარშემო, განსაკუთრებით დილის საათებში.
2. ცვლილებები შარდვისას
ყურადღება მიაქციეთ შარდვის სიხშირესა და ხარისხს:
გახშირებული შარდვა: განსაკუთრებით ღამის განმავლობაში (ნიქტურია).
შარდის ფერის ცვლილება: მუქი ან მოვარდისფრო ელფერი (რაც შესაძლოა სისხლის არსებობაზე მიუთითებდეს).
აქაფებული შარდი: ეს ხშირად შარდში ცილის (ალბუმინის) ჭარბი რაოდენობის ნიშანია.
3. მუდმივი დაღლილობა და სისუსტე
ჯანმრთელი თირკმლები გამოიმუშავებენ ჰორმონს - ერითროპოეტინს, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. მათი ფუნქციის დაქვეითება იწვევს ანემიას, რაც მუდმივი უენერგიობის, სისუსტისა და კონცენტრაციის დარღვევის მიზეზი ხდება.
4. კანის სიმშრალე და ქავილი
როდესაც თირკმლები ვეღარ ახერხებენ სისხლიდან მინერალებისა და ტოქსინების ბალანსის შენარჩუნებას, ორგანიზმში გროვდება ნარჩენები. ეს ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებას, აუტანელ ქავილსა და სიმშრალეს.
5. არტერიული წნევის მატება
თირკმლები და სისხლის მიმოქცევის სისტემა მჭიდრო კავშირშია. დაზიანებული თირკმლები ვერ არეგულირებენ არტერიულ წნევას, მაღალი წნევა კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებს.
6. ტკივილი წელის არეში
მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის დაავადება ყოველთვის ტკივილით არ მიმდინარეობს, ყრუ ტკივილი წელის არეში ან გვერდში-ნეკნების ქვემოთ, შესაძლოა მიუთითებდეს კენჭოვან დაავადებაზე ან ინფექციაზე.
7. მადის დაკარგვა და გულისრევის შეგრძნება
ტოქსინების დაგროვებამ (ურემია) შესაძლოა გამოიწვიოს გემოვნების შეცვლა (მეტალის გემო პირში), უმადობა და დილაობით გულისრევის შეგრძნება.
როგორ დავიცვათ თირკმლები?
პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია:
წყლის ბალანსის დაცვა: მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.
მარილიანი საკვების შეზღუდვა: ჭარბი ნატრიუმი ზრდის დატვირთვას ფილტრაციის პროცესზე.
თვითმკურნალობის თავიდან არიდება: განსაკუთრებით გაუფრთხილდით ტკივილგამაყუჩებლების (არასტეროიდების) ხშირ გამოყენებას.
რეგულარული კონტროლი: პრევენციის საუკეთესო გზა წელიწადში ერთხელ მარტივი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაა: თირკმლის ფუნქციური სინჯები და შარდის საეთო ანალიზი ეს არის კვლევები, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს, რამდენად გამართულად მუშაობს ორგანო. დროული დიაგნოსტიკა კი მისი ფუნქციის აღდგენის ერთადერთი შანსია!
ჯეო მედი გთავაზობთ ლაბორატორიის გამოძახებას ბინაზე.
ნუ გადადებთ, ჩაიტარეთ მარტივი და ხელმისაწვდომი გამოკვლევა სახლიდან გაუსვლელად.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში
+032 2 111 500
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge